ორიოდე სიტყვით საწარმოს შესახებ

საკონსერვო საწარმო "მცხეთაფუდ კომპანი" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 1990 ხოლო მსოფლიო ბაზარზე 1995 წლიდან. საწარმოს წარმატებულ მუშაობას განსაზღვრავს მის მიერ მხოლოდ ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქცია, რაც თავისთავად საწარმოს სტაბილურ შემოსავალზე აისახება და განაპირობებს ამ პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.

მუდმივად ხორციელდება "მცხეთაფუდ კომპანი"-ს მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, საბერძნეთსა და ისრაელში.

ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნილებას მსოფლიო ბაზარზე განაპირობებს არა მხოლოდ ნატურალური ნედლეული და მაღალი ხარისხი, არამედ ასორტიმენტის ნაირსახეობაც: ტყემლები, აჯიკები, საწებლები, წვენები, კომპოტები, მურაბები, ჯემები, მწნილები, მზა სალათები, სუნელები...

საწარმო ასევე ამზადებს პროდუქციას ინდივიდუალური შეკვეთებით

ჩვენი პროდუქცია